пятница, 11 января 2013 г.

ეთმოიდიტი


ეთმოიდიტი

ეთმოიდიტი (ethmoiditis) - ცხავის ლაბირინთის ანთება. მიზეზები ისეთივეა, როგორიც ჰაიმორის წიაღების ანთების დროს. ძვლის კედლების დაზიანებით მიმდინარე მწვავე ეთმოიდიტი აღინიშნება უპირატესად ქუნთრუშის დროს. ლორწოვანი გარსის შეშუპებამ შესაძლოა გამოიწვიოს ემპიემის გავითარება. ცხავის ლაბირინთის წინა უჯრედების დაავადებები ჩვეულებრივ მიმდინარეობენ ჰაიმორისა და შუბლის წიაღების დაზიანებასთან ერთად, ხოლო უკანა უჯრედებისა – ძირითადი წიაღის ანთებასთან. Read the rest of this entry »

ფრონტიტი


ფრონტიტი

ფრონტიტი (frontitis) - შუბის წიაღის ანთება; მიზეზები ისეთივეა, როგორიც ჰაიმორის წიაღის ანთების დროს. მიმდინარეობს შედარებით მძიმედ, ვიდრე ცხვირის სხვა დანამატი წიაღების ანთება. შუბლის წიაღის არასაკმარისი დრენირება, რაც განპირობებულია შუა ნიჟარის ჰიპერტროფიით, ასევე ცხვირის ძგიდის გამრუდებით, იწვევს მწვავე ფრონტიტის გადასვლას ქრონიკულში. Read the rest of this entry »

ჰაიმორიტი


ქრონიკული ჰაიმორიტი

ქრონიკული ჰაიმორიტი (chronic maxillary sinusitis) - ზედა ყბის (ჰაიმორის) წიაღის ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთება. წარმოიქმნება  განმეორებითი მწვავე ანთებების და, განსაკუთრებით ხშირად, ზედა ყბის წიაღის გახანგრძლივებული ანთების, ასევე ქრონიკული სურდოს დროს. გარკვეულ როლს ასრულებს ცხვირის ძგიდის გამრუდება, შუა ნიჟარის მჭიდროდ შეხება ცხვირის ლატერალურ კედელთან, ცხვირის გასავლების თანდაყოლილი სივიწროვე. ოდონტოგენურ ჰაიმორიტს დასაწყისისთანავე აქვს დუნე ქრონიკული მიმდინარეობა. განასხვავებენ ანთების ექსუდაციურ ფორმებს (ჩირქოვანი, კატარული), პროდუქციულ ფორმებს (პოლიპოზური, კედლისმიერ-ჰიპერპლასტიკური, ქოლესტეატომური, კაზეოზური, ნეკროზული, ატროფიული). გვხვდება ასევევაზომოტორული და ალერგიული ჰაიმორიტი. ზედა სასუნთქ გზებში ატროფიულიპროცესებისა და ოზენის დროს ვითარდება ასევე ატროფიული ჰაიმორიტიც. ნეკროზულიჰაიმორიტი წარმოადგეს მძიმე ინფექციური დაავადების გართულებას. Read the rest of this entry »

სინუსიტი


სინუსიტი

სინუსიტი (sinusitis) - ცხვირის დანამატი წიაღების მწვავე ან ქრონიკული ანთება. განასხვავებენ ჰაიმორიტს – ზედა ყბის (ჰაიმორის) წიაღის ლორწოვანი გარსის ანთებას:ფრონტიტს – შუბის წიაღის ანთება; ეთმოიდიტს – ცხავის ლაბირინთის ანთება და სფენოიდიტი – სოლისებრი წიაღის ანთება. დაავადება შეიძლება იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი. დაავადების სიხშირის მიხედვით პირველ ადგილზეა ზედა ჰაიმორიტი, შემდეგ ეთმოიდიტი, ფრონტიტი და სფენოიდიტი.
19315
  Read the rest of this entry »

გოგირდის საცობი


გოგირდის საცობი

გოგირდის საცობი (earwax) - ყურის გოგირდის დაგროვება სასმენ მილში მასში განლაგებული გოგირდის ჯირკვლების მომატებული სეკრეციის შედეგად. ყურის გოგირდი ჩერდება წებვადობის, ასევე გარეთა სასმენი მილის დაკლაკნილობისა და სივიწროვის, მისი კედლების გაღიზიანების გამო. გოგირდის საცობი თავდაპირველად რბილია, შემდეგში მკვრივდება და ზოგჯერ ქვავდება. ის შეიძლება იყოს ღია ყვითელი ფერიდან მუქ მოყავისფრომდე. Read the rest of this entry »

სურდო


სურდო rhinitis

სურდოსურდო (რინიტი) (rhinitis) - ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება. განასხვავბენ მწვავე და ქრონიკულ რინიტს.
მწვავე სურდო - შეიძლება იყოს დამოუკიდებელი დაავადება ან სიმპტომი მწვავე ინფექციური დაავადებისა გრიპიწითელადიფთერიადა სხვ.). წინასწარგანმწყობი ფაქტორებია გაცივება, იშვიათად  -  მექანიკური ან ქიმიური გაღიზიანება. მწვავე სურდო ყოველთვის არის ორმხრივი. Read the rest of this entry »

მუკოცელე


შუბლის წიაღის მუკოცელე

მუკოცელე (პიოცელე) შუბლის წიაღის (mucocele) - ცხვირის დანამატი წიაღების ცისტური გაფართოება. გამომტანი ხვრელის დახურვა ხშირად განპირობებულია ტრავმით, იშვიათად სიმსივნით, ცხვირის ძგიდის გამრუდებით. წიაღში დაგროვილი შიგთავსი (ლორწოვანი, იშვიათად ჩირქოვანი). იწვევს ძვლოვანი კედლების გათხლებასა და გაჭიმვას. Read the rest of this entry »

четверг, 10 января 2013 г.

ეპისკლერიტი


სკლერიტი, ეპისკლერიტი scleritis, episcleritis

სკლერიტი, ეპისკლერიტი - სკლერისა და ეპისკლერის ანთება რევმატიზმის,ტუბერკულოზის, იშვიათად სიფილისის, მწვავე ინფექციური დაავადებების დროს. სკლერაზეანთება ვრცელდება სისხლძარღვოვანი ტრაქტიდან, პირველ რიგში ცილიარული სხეულიდან.
სკლერიტი, ეპისკლერიტი - სიმპტომები. წინა სკლერიტი ორმხრივია. დასაწყისი ნელი ან ქვემწვავეა. თვალის ლიმბსა და ეკვატორს შორის ვლინდება შემოსაზღვრული შეშუპება დაჰიპერემია მოცისფერო ელფერით. პალპაციით ვლინდება მკვეთრი
 სკლერიტი
მტკივნეულობა. მძიმე შემთხვევებში ანთების კერები მოიცავს მთელ პერიკორნეალურ არეს. შესაძლებელია პროცესის გავრცელება რქოვანაზე და გართულებები ირიდოციკლიტის, მინისებური სხეულის შემღვრევის, მეორადი გლაუკომის სახით. პროცესის მიმიდნარეობა ხანგრძლივია – მრავალი თვე, ზოგჯერ წლები. მის შემდეგ რჩება სკლერის ატროფიულიუბნები, რომლებიც თვალშიგა წნევის გავლენით შესაძლებელია გადაიჭიმონ და გამოიზნიქონ (სკლერის ექტაზია და სტაფილომები). Read the rest of this entry »

ბადურის აშრევება


ბადურის აშრევება ablatio retinae

ბადურის აშრევება - განასხვავებენ ბადურის პირველად და მეორად აშრევებას, რომელიც ვითარდება ტრავმების, ანთებითი პროცესების, თვალის სიმსივნეების დროს. ბადურის პირველადი აშრევება წარმოადგენს ახლომხედველობის შედეგად ასაკობრივი ხასიათის ბადურის დეგენერაციას და ა. შ.
 ბადურას აშრევება
ბადურის აშრევება - პათოგენეზი. მკვეთრი მოძრაობების, ფიზიკური დაძაბულობების, თვალის გაჭყლეტისას დეგენერაციულად შეცვლილ ბადურაში შესაძლებელია წარმოიქმნას დეფქტები, რომლის გავლითაც სუბრეტინულ სივრცეში აღწევს სითხე მინისებური სხეულიდან. ამის შედეგად, ასევე ბადურის გაჭიმვის გამო, რაც უკავშირდება მინისებური სხეულის ცლილებებს, ხდება მისი აშრევებ

среда, 9 января 2013 г.

უგულავას დიეტა


საქართველოში  საკმაოდ პოპულარულია უგულავასდიეტა.
თვით უგულავას დიეტა, სამეცნიერო თვალსაზრისით, ორიგინალური არაა. არსებობს უგულავას დიეტისმსგავსი, წარმატებული დიეტები.
უგულავას დიეტა  საკმაოდ ხანგრძლივია, 4 კვირა გრძელდება.
უგულავას დიეტა, საკმაოდ ეფექტურ და მდგრად დიეტად ითვლება.
უგულავას დიეტის  დიდ უპირატესობად უნდა ჩაითვალოს, რომ ამ დიეტით კანი იკუმშება და კანის ნაკეცები არ გაჩნდებათ. Read the rest of this entry »

ფლეგმონა


ფლეგმონა

ყბის ირგვლივი ფლეგმონა (perimaxillary phlegmon) - ყბა-სახის მიდამოს კანქვეშა, ლორწქვეშა და ფასციებშორისი  ქსოვილის  ჩირქოვან-დიფუზური ანთება.
ფლეგმონა – ეტიოლოგია: სტრეპტოკოკებისტაფილოკოკები, სპიროქეტა, ანაერობები. პათოგენეზი უკავშირდება რბილი ქსოვილების ღრმა ფენებში ინფექციის შეღწევას და ორგანიზმის ალერგიული და არასპეციფიკური რეაქტიულობის მდგომარეობას. ფლეგმონის განვითარებას ხშირად წინ უძღვის ყბის ოსტეომიელიტი, კბილის მწვავე მწვერვალისირგვლივი დაავადებები, ლიმფადენიტი და სხვ. Read the rest of this entry »

კბილის კარიესი


 კბილის კარიესი caries

kbili2კბილის კარიესი - პათოლოგიური პროცესი, რომელიც ვლინდება კბილის მაგარი ქსოვილების დემინერალიზაციით, მათი შემდგომი დესტრუქციითა და კბილზე ღრუს სახის დეფექტის წარმოქმნით.  გამომწვევია მუტანსის სტრეპტოკოკი, რომელიც გროვდება მინანქრის ზედაპირზე, რეტენციულ ადგილებზე, კბილის რბილი ნადების სახით.
კბილის კარიესი - პათოგენეზი. მიკროფლორა აზიანებს მინანქრის ორგანულ საფუძველს, რომელიც კარგავს მინერალური სუბსტრატის ფიქსირების უნარს. წარმოიქმნება კარიესული დეფექტი. კარიესის მიმართ მდგრადობას განსაზღვრავს მინანქრის სტრუქტურა, ასევე პირის ღრუს ადგილობრივი იმუნიტეტის მდგომარეობა. Read the rest of this entry »

ჰიპოპლაზია


ემალის  enamel hypoplasia

ემალის ჰიპოპლაზია - კბილის მინანქრის განუვითარებლობა.
ემალის ჰიპოპლაზია - პათოგენეზი. ემალობლასტების ფუნქციის დათრგუნვა კბილების ფორმირების პერიოდში. ცნობილია ასევე გენეტიკურად დეტერმინებული ფორმებიც.
ემალის ჰიპოპლაზია - სიმპტომები. კბილების მინანქრის სხვადასხვა ფორმის ლაქები და დეფექტები. ზიანდება სიმეტრული კბილები. სუბიექტური შეგრძნებები არ
ემალის ჰიპოპლაზია
აღინიშნება. დაავადება არ პროგრესირებს. მკურნალობა საჭირო არ არის. კბილების დამახინჯებისას კეთდება მიკროპროთეზირება. Read the rest of this entry »

საზარდულის ლიმფოგრანულომატოზი


საზარდულის ლიმფოგრანულომატოზი

საზარდულის ლიმფოგრანულომატოზი (მეოთხე ვენერიული დაავადება, ვენერიული ლიმფოპათია) (lymphogranuloma venerium) - ვენერიული დაავადება, რომელიც  ხასიათდება საზარდულის ლიფადენიტით, ფისტულებისა და ნაწიბურების წარმოქმნითა და ანოგენიტალური მიდამოს სპილოვნებით. ძირითადად გვხვდება ტროპიკული და სუბტროპიკული კლიმატის ქვეყნებში. დაავადების გამომწვევია ქლამიდიის მიკროორგანიზმები. დასნებოვნება ხდება სქესობრივი კონტაქტის დროს. გამომწვევი აღწევს დაზიანებული კანიდან ან ლორწოვანი გარსიდან. ინკუბაციური პერიოდი რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდეა. Read the rest of this entry »