ქრონიკული ჰაიმორიტი

ქრონიკული ჰაიმორიტი (chronic maxillary sinusitis) - ზედა ყბის (ჰაიმორის) წიაღის ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთება. წარმოიქმნება  განმეორებითი მწვავე ანთებების და, განსაკუთრებით ხშირად, ზედა ყბის წიაღის გახანგრძლივებული ანთების, ასევე ქრონიკული სურდოს დროს. გარკვეულ როლს ასრულებს ცხვირის ძგიდის გამრუდება, შუა ნიჟარის მჭიდროდ შეხება ცხვირის ლატერალურ კედელთან, ცხვირის გასავლების თანდაყოლილი სივიწროვე. ოდონტოგენურ ჰაიმორიტს დასაწყისისთანავე აქვს დუნე ქრონიკული მიმდინარეობა. განასხვავებენ ანთების ექსუდაციურ ფორმებს (ჩირქოვანი, კატარული), პროდუქციულ ფორმებს (პოლიპოზური, კედლისმიერ-ჰიპერპლასტიკური, ქოლესტეატომური, კაზეოზური, ნეკროზული, ატროფიული). გვხვდება ასევევაზომოტორული და ალერგიული ჰაიმორიტი. ზედა სასუნთქ გზებში ატროფიულიპროცესებისა და ოზენის დროს ვითარდება ასევე ატროფიული ჰაიმორიტიც. ნეკროზულიჰაიმორიტი წარმოადგეს მძიმე ინფექციური დაავადების გართულებას. Read the rest of this entry »